
დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებს, რომელთა შორისაც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ისრაელის, ფილიპინების, ესტონეთის, ჩინეთის, ლიტვის, იაპონიის, ჩეხეთის, ესპანეთის, რუმინეთის საკონსულოების წარმომადგენლები, მასპინძლობა ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა გაუწია.