გურჯაანში ბიუროს კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი გაიხსნა

Image

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი გაიხსნა. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული ბიუროს რიგით მესამე რეგიონული დეპარტამენტია დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების შემდეგ.

ბიუროს უფროსი სტაჟიორებს შეხვდა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 13 ახალგაზრდა გაივლის სტაჟირებას. ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ სტაჟიორებთან შეხვედრისას ბიუროს შესახებ ისაუბრა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

ბიუროს ექსპერტებმა იდენტიფიკაციის საერთაშორისო ასოციაციის (IAI) მიერ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული  ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მისურის შტატში, ქალაქ სენტ-ლუისში გამართულ იდენტიფიკაციის საერთაშორისო ასოციაციის (IAI) 110-ე საგანმანათლებლო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი საექსპერტო დაწესებულებებისა და ამერიკის ფედერალური საგამოძიებო სტრუქტურის ექსპერტებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებს ჯილდო გადაეცათ

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს GGRC-ისა და GAO-ს ორგანიზებით გამართულ რიგით მე-7 კონფერენციაზე „უშვილობა 35+“. ბიუროს დნმ-ექსპერტებმა, ნინო ფირცხელანმა და ქეთევან ქართველიშვილმა მონაწილეებს წარუდგინეს ორი მნიშვნელოვანი მოხსენება - „მემკვიდრული თრომბოფილია და ორსულობის გართულებები: საქართველოს გამოცდილება“ და „მემკვიდრული თრომბოფილია ქართველ ქალებში, თრომბოზისა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პერსონალური და/ან ოჯახური ისტორიით“. ნაშრომები ბიუროს გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებსა და სამეცნიერო შედეგებს ეფუძნებოდა.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო