
2026 წლის 18 მაისს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპული 11 მეომრის იდენტიფიცირებული ნეშტი გადაეცათ ოჯახებს.
შეხვედრას ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია ესწრებოდა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიკაციის პროცესი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით 2014 წლიდან ხორციელდება, წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს.