სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო ყოველწლიურად მონაწილეობს სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტესტირებაში და მუდმივად ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.
2020 წელს ყოველწლიური პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის(ENFSI) ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა 4 საანალიზო ნიმუში; აღნიშნულ ტესტირებაში ევროპული ქვეყნების 65-მა ლაბორატორიამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო რაოდენობრივი განსაზღვრის შედეგები გადაიგზავნა 54 ლაბორატორიიდან.