Image
იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია და არ იყოს შეცდომაში შეყვანილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებულია 453 თანამშრომელი. ბიუროს მიერ, 2018-2019 წლებში თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა ჯამურად შეადგინა 526 038 ლარი, რაც  თვეში  საშუალოდ 21 000 ლარია.  
აღნიშნული დანამატების თანამშრომლებზე გაცემა განხორციელდა მათ მიერ დიდი მოცულობის ან განსაკუთრებული სირთულის ან ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს გამო, რომელზეც ბიუროში არსებული წესით შესაბამისად შედგენილია დოკუმენტაცია. 
თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2020 წლის 21 ოქტომბრის  „შესაბამისობის აუდიტის დასკვნით“, გაიცა რეკომენდაცია, დანამატის გაცემის წესის კიდევ უფრო მეტი დეტალიზაციის შესახებ, რაც ბიუროს მიერ უკვე გათვალისწინებულია. 
აქვე, აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად აქვს საკუთარი შემოსავლები.
2018- 2019 წწ ბიუროს საკუთარმა, არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 16 678 000 ლარი და 15 725 000 ლარი, საიდანაც განხორციელდა დანამატის გაცემა.