ბიუროს ახალი უფროსი ჰყავს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად საქართველოს პრემიერ-მინისტრის N296 ბრძანებით დაინიშნა გიორგი თვაური.

სომხეთის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი დასრულდა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სომხეთის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის 2013 წლის მარტში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სომხური დელეგაციის წევრებმა ტრენინგი გაიარეს.

გაიგეთ თქვენი უძრავი ქონების ზუსტი ღირებულება

Image

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უძრავი ქონების შეფასება წარმოადგენს. საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება, დღეისთვის საკმაოდ აქტუალური საკითხებია უძრავი ქონების შეფასება ყიდვის ან გაყიდვის დროს; ქონების ბალანსზე ასაყვანად/ჩამოსაწერად; ქონებრივი დავის, კრედიტის აღების, ზარალის განსაზღვრისა და სხვა  შემთხვევებში.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

Image

დღეს  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ოფისში ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. სერვის ცენტრი ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

ახალ მომსახურების ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის, რომ მომხმარებელმა კომფორტულ გარემოში მაღალკვალიფიციური და სწრაფი მომსახურებით ისარგებლოს.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო