Image
დღეს  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ოფისში ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. სერვის ცენტრი  ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

ახალ მომსახურების ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის, რომ მომხმარებელმა კომფორტულ გარემოში მაღალკვალიფიციური და სწრაფი მომსახურებით ისარგებლოს.

აღსანიშნავია, რომ მომსახურების ცენტრები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყველა დეპარტამენტსა თუ განყოფილებაშია გახსნილი თბილისისა და საქართველოს მასშტაბით. მომსახურების ცენტრები ცენტრალიზებულად იმართება და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავად აირჩიოს სად გააკეთოს განაცხადი ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით და შემდგომ სად აიღოს დასკვნა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონში ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა. ბიურო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მეტრიალურ-ტექნიკური ბაზით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექსპერტებით. ბიურო მომხმარებელს 500-მდე სერისს სთავაზობს და მისი საქმიანობა მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებელზე.

მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად  შექმნილია სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიუროს მომხმარებელს სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტ ბანკინკით მოახდინოს საექსპერტო მომსახურების თანხის გადახდა.

მომავალ წელს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თავის მომხმარებელს კიდევ რამდენიმე სიახლეს შესთავაზებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი მეთოდების დანერგვაზე.