პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნე. 2002 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად, 2000 -2002 წლებში სამსახურეობრივი კარიერა დაიწყო სამხედრო პროკურატურის თბილისის რეგიონალური პროკურატურის გამომძიებლის თანაშემწის პოზიციაზე.

2002-2003 წელს მუშაობდა ქალაქ რუსთავში, სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმსრულებლად. 2005 წლიდან, ორი წლის განმავლობაში გახლდათ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის მრჩეველი.

2007-2009 წლებში საქმიანობა განაგრძო კერძო სექტორში, კერძოდ შ.პ.ს გეომეტალის იურისტ-კონსულტანტად. 2009-2010 წლებში იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ხოლო 2010-2011 წლებში ამავე სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობას.

2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ. 2013 წლიდან 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

2020-2021 წლებში გახლდათ საქართველოს გენერალური საკონსულოს უფროსი მრჩევლი მერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში. 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.