2017 წლის 4 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ექსპერტიზის დღე“ უკვე მეცამეტედ აღნიშნა. ექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით ბიუროში იმართება არაერთი ღონისძიება და ტრადიციულად ჯილდოვდებიან წარმატებული ექსპერტები.
ბიურო აკრედიტირებულია ISO 17025 საერთაშორისო სტანდარტით და სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია. სხვა მრავალ ექსპერტიზასთან ერთად, ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები, როგორიცაა უძრავ მოძრავი ქონების შეფასების, სამშენებლო-საინჟინრო, მედიკამენტების, კვების პროდუქტების, სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, ქიმიურ-ნარკოლოგიური, დნმ, კომპიუტერული, ნავთობპროდუქტების, სამედიცინო ექსპერტიზები და სხვა.