
მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენებამ საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც ბიურო განმარტავს:
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით (ISO-17025) და ასევე, გახლავთ „სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი“-ს (ENFSI) სრულუფლებიანი წევრი. ზემოაღნიშნული ავალდებულებს ბიუროს განუხრელად დაიცვას ყველა ის სტანდარტი, რომელსაც იცავს ENFSI-ის წევრი ქვეყნების საექსპერტო დაწესებულებები.
სტანდარტი გულისხმობს, კონკრეტული ექსპერტიზების ჩატარების წესის დაცვის გარდა, სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ვალდებულებების შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად შრომის უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული ყოველწლიურად მკაცრად კონტროლდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ.