2011 წლის 30 ნოემბერს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გახდა “სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის” (European Network of Forensic Science Institutes - ENFSI) სრული წევრი.
1995 წლის 20 ოქტომბერს ნიდერლანდების ქ. ჰააგაში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი (ENFSI) ოფიციალურად დაარსდა.
ENFSI-ის ქსელში ევროპის 35 ქვეყნის 62 საექსპერტო დაწესებულებაა გაწევრიანებული. აღსანიშნავი ფაქტია რომ, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დე-ენ-ემ ლაბორატორია ENFSI-ის დე-ენ-ემ-ის სამუშაო ჯგუფის წევრია.
ENFSI ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია სასამართლო ექსპერტიზის დარგში და 2009 წლიდან ENFSI ევრო კავშირის მიერ აღიარებულია როგორც „მონოპოლისტი“ ამ დარგში.
ENFSI-ის მიზანია უზრუნველყოს სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების მაღალი ხარისხი მსოფლიოში აღირებული მეთოდების გამოყენებით.
მიზნის მისაღწევად ENFSI პერიოდულად ატარებს სრული წევრების შეხვედრებს, ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კონფერნეციებს და სემინარებს, ექსპერტების სამუშაო ჯგუფებისა და სხვადასხვა კომიტეტების შეხვედრებს.