ექსპერტიზის ბიუროს განცხადება

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან - 2019 წლის 8 იანვრამდე, ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სამცხე- ჯავახეთის განყოფილება (მის. შოთა რუსთაველის ქუჩა 105, ახალციხე), ტექნიკური მიზეზების გამო დახურული იქნება და არ იმუშავებს.


აღნიშნულ პერიოდში, ექსპერტიზის დანიშვნის მსურველ პირებს და ორგანიზაციებს, გთხოვთ მიმართოთ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის შიდა ქართლის განყოფილებას (მის. სოფ. კარალეთი 56).

დონაცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

Image

​2018 წლის 12 დეკემბერს,  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. 

ბიურო  უკვე რამდენიმე წელია მ.იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკის“ დახმარებით, აქტიურად არის ჩართული დონაციის აქციაში და მომავალშიც გააგრძელებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას.

ბიუროს ნავთობპროდუქტების ლაბორატორიის წარმატება

Image

2018 წლის ივნისში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის     ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის  ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება და ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტის (IIS) მიერ გაცემული     წარჩინების    სერტიფიკატი მიიღო.

ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტი (IIS) წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე მეტი  მონაწილე  ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.

ბიუროს ტაჯიკეთის დელეგაცია ესტუმრა

Image

2018 წლის 6 ნოემბერს,  სსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპოერტიზის ეროვნულ ბიუროს ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში გახლდნენ ტაჯიკეთში ამერიკის შეერთებული შტატების იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და მათ მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (პარლამენტის, პრეზიდენტისა ადმინისტრაციის, ადვოკატთა კავშირის, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციისსამინისტროს, მთავარი პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული კანონმდებლობის ცენტრის)  წევრები. 


ვიზიტის მიზანი გახლდათ ბიუროს საქმიანობის გაცნობა,  გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ტაჯიკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ოპტიმიზაციის კუთხით.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო