Image2018 წლის ივნისში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის     ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის  ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება და ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტის (IIS) მიერ გაცემული     წარჩინების    სერტიფიკატი მიიღო.
ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტი (IIS) წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე მეტი  მონაწილე  ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.
ინსტიტუტის (IIS) მიერ მოწოდებული იქნა ძრავის ზეთის უცნობი ნიმუში, რომელსაც განესაზღვრა შემდეგი 12 პარამეტრი მითითებული სტანდარტების მიხედვით: მჟავური და ტუტე რიცხვი პოტენციომეტრულად, ფერი, სიმკვრივე, ფეთქების ტემპერატურები ღია და დახურულ ტიგელებში, აქაფებისადმი მიდრეკილება/სტაბილობა, კინემატიკური სიბლანტეები 40 და 1000ჩ-ზე, სიბლანტის ინდექსი, პირობითი სიბლანტე (CCS) -300C-ზე, გამყარების ტემპერატურა. აღნიშნული პარამეტრები აკრედიტებულია ისო 17025-ის მიხედვით.
მიღებული ფაქტიური მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგად, ბიუროს  ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიამ მიიღო უმაღლესი შეფასება რაც ადასტურებს,  ბიუროში დანერგილი უახლესი კვლევითი მეთოდების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და ექსპერტთა მაღალ კვალიფიკაციას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებებში და  ტესტირების შეფასების მიხედვით  წამყვან ადგილს ინარჩუნებს.