იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის მძღოლი არ ეთანხმება ალკოჰოლური თრობის (სიმთვრალის) ფაქტის გამო გამოწერილ საჯარიმო სანქციას, მას შეუძლია 2 საათის განმავლობაში მიმართოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და პირადი განცხადების საფუძველზე ჩაიტაროს ექსპერტიზა. ექსპერტიზა ტარდება ამონასუნთქი ჰაერის (ჩაბერვის) მეთოდით და დასკვნა გაიცემა დაუყოვნებლივ.
ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია 24/7
ექსპერტიზის საფასური გახლავთ 100 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ნებისმიერი ბანკის ბარათის საშუალებით.
ექსპერტიზის ჩატარება შეუძლიათ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისამართებზე:
თბილისი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 84 (ბაგები)
ქუთაისი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 2 ა
ბათუმი: პეტრე მელიქიშვილის ქუჩა 102