
სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 4 ნოემბერს „ ექსპერტიზის დღე“ აღნიშნა. ტრადიციულად ექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით ბიუროს წარმატებული ექსპერტები ჯილდოვდებიან.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, სადაც მრავალ ექსპერტიზასთან ერთად ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები როგორიცაა: დნმ, მამობის დადგენა, ძუძუს კიბოს და თრომბოფილიის გენეტიკური კვლევები, სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზები, უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების ექსპერტიზა, ნარკოლოგიური ექსპერტიზა, მედიკამენტების ექსპერტიზა, კვების, სასმელი პროდუქტების და თამბაქოს ექსპერტიზა, კომპიუტერული ექსპერტიზა, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა და სხვა.