Imageსსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 4 ნოემბერს  „ ექსპერტიზის დღე“ აღნიშნა. ტრადიციულად ექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით ბიუროს წარმატებული ექსპერტები ჯილდოვდებიან. 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, სადაც მრავალ ექსპერტიზასთან ერთად ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები როგორიცაა: დნმ, მამობის დადგენა, ძუძუს კიბოს და თრომბოფილიის გენეტიკური კვლევები, სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზები, უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების ექსპერტიზა, ნარკოლოგიური ექსპერტიზა, მედიკამენტების ექსპერტიზა, კვების, სასმელი პროდუქტების და თამბაქოს ექსპერტიზა, კომპიუტერული ექსპერტიზა, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა და სხვა.

ბიურო წარმატებით ახორციელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კერძოდ, დასავლეთ საქართველო (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი და სამცხე ჯავახეთი.

ბიურო უკვე მრავალი წელია საექსპერტო მიმართულებით, ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) სრულუფლებიანი წევრია.

500-ზე მეტი საექსპერტო მომსახურება, ხელმისაწვდომი ტარიფები, თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური კადრები და რაც მთავარია საერთაშორისო სტანდარტი - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობა სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული.