Image2018 წლის 17 ივლისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა ყირგიზეთის მთავრობის და პარლამენტის წევრებს უმასპინძლა. 
სტუმრებმა დაათვალიერეს ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური, კრიმინალისტიკური , ბიოლოგიური (დნმ) ექსპერტიზის ეთანამედროვე ტექნოლოგიებით და მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიები, სადაც დეტალურად გაეცნენ ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, დანერგილ სიახლეებს და თანამედროვე მეთოდებით განხორციელებულ ექსპერტიზებს.

ვიზიტის  ფარგლებში ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ბიურო ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია და მთელი რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება.
ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025-ის მიხედვით. დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.