2018 წლის 6 ნოემბერს, სსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპოერტიზის ეროვნულ ბიუროს ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში გახლდნენ ტაჯიკეთში ამერიკის შეერთებული შტატების იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და მათ მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (პარლამენტის, პრეზიდენტისა ადმინისტრაციის, ადვოკატთა კავშირის, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციისსამინისტროს, მთავარი პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული კანონმდებლობის ცენტრის) წევრები.
ვიზიტის მიზანი გახლდათ ბიუროს საქმიანობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ტაჯიკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ოპტიმიზაციის კუთხით.