Image2018 წლის 6 ნოემბერს,  სსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპოერტიზის ეროვნულ ბიუროს ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში გახლდნენ ტაჯიკეთში ამერიკის შეერთებული შტატების იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და მათ მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (პარლამენტის, პრეზიდენტისა ადმინისტრაციის, ადვოკატთა კავშირის, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციისსამინისტროს, მთავარი პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული კანონმდებლობის ცენტრის)  წევრები. 

ვიზიტის მიზანი გახლდათ ბიუროს საქმიანობის გაცნობა,  გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ტაჯიკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ოპტიმიზაციის კუთხით.

სტუმრებმა დაათვალიერეს ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური, სასაქონლო და ფინანსური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ლაბორატორიები. ბიუროს ექსპერტების დახმარებით დეტალურად გაეცნენ საექსპერტო საქმიანობის სპეციფიკას და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ მიერ დასმულ ყველა საკითხზე. 

ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, რომელიც გახლავთ ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულბათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრი. 

ბიუროში ტარდება 500-ზე მეტი ექსპერტიზა, საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025-ის მიხედვით. ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა ექსპერტიზის შედეგების სიზუსტის და მაღალი ხარისხის გარანტია, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.