2017 წლის შემოდგომაზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური სამმართველოს უფროსი მაია გოგიტაური, ექსპერტები ქეთევან ბედენაშვილი, ალექსი კვეზერელი და მამუკა მეტრეველი სამუშაო-გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, ამერიკის შეერთებული შტატების, ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროში (GBI) იმყოფებოდნენ.ვიზიტის ფარგლებში ქართველი ექსპერტები გაეცნენ გამოძიების ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის მუშაობის პრინციპებს, ორგანიზაციულ საკითხებს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭღურვილი ლაბორატორიების მოწყობას და შესაძლებლობებს. დაესწრნენ და უშუალო მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში და შემთხვევის გაანალიზებაში.
ქართველი ექსპერტები მიწვეულნი იყვნენ ჯორჯიის შტატის ტელევიზიაში, სადაც მათ და გამოძიების ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის უფროსმა ჯონატან აიზენსტატმა ისაუბრეს მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობაზე სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის განვითარების კუთხით.
სამუშაო-გაცვლითი პროგრამა ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამანტის ექსპერტებისთვის უკვე მრავალი წელია ხორციელდება ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის მოწვევით (INL Program), რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული უნარების განვითარებას და შეერთებული შტატების გამოცდილების წარმატებით დანერგვას საექსპერტო საქმიანობაში.