Image2017 წლის 2 ნოემბერს ექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში  ღია კარის დღე მოეწყო.
ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ამბულატორიული და სასექციო განყოფილებები, სამედიცინო-კრიმინალისტიკური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები და დეტალურად გაეცნენ ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს.
ექსპერტიზის დღე ბიუროში წელს მეცამეტედ აღინიშნება. ყოველ წელს, ტრადიციულად ამ დღესთან დაკავშირებით მედია საშუალებებით ბიურო საზოგადოებას აცნობს ინფორმაციას სხვადასხვა საექსპერტო სერვისების თაობაზე. მათ შორის : ქიმიურ-ნარკოლოგიური, კვების, ნავთობ-პროდუქტების, დნმ, საინჟინრო, სასაქონლო და სხვა ექსპერტიზების შესახებ.
სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აკრედიტირებულია ISO 17025  საერთაშორისო სტანდარტით და სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრი.
ბიურო ახორციელებს 500- ზე მეტი სახეობის ექსპერტიზას და სტატისტიკურად წლის განმავლობაში 40000-მდე მომხმარებელს ემსახურება. აქ დანერგილი ხარისხის სისტემა ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევის მაღალი სტანდარტის გარანტია.
საექსპერტო-კვლევითი ნაწილის გარდა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია დამკვეთის მომსახურება.