2017 წლის 4 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ექსპერტიზის დღე“ უკვე მეცამეტედ აღნიშნა. ექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით ბიუროში იმართება არაერთი ღონისძიება და ტრადიციულად ჯილდოვდებიან წარმატებული ექსპერტები.ბიურო აკრედიტირებულია ISO 17025 საერთაშორისო სტანდარტით და სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია. სხვა მრავალ ექსპერტიზასთან ერთად, ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები, როგორიცაა უძრავ მოძრავი ქონების შეფასების, სამშენებლო-საინჟინრო, მედიკამენტების, კვების პროდუქტების, სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, ქიმიურ-ნარკოლოგიური, დნმ, კომპიუტერული, ნავთობპროდუქტების, სამედიცინო ექსპერტიზები და სხვა.
500-ზე მეტი საექსპერტო მომსახურება, ხელმისაწვდომი ტარიფები, თანამედროვე აპარატურა, გამარტივებული სერვის- მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით, მაღალკვალიფიციური კადრები და რაც მთავარია საერთაშორისო სტანდარტი - ბიუროს საქმიანობა სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული.
ბიურო სტატისტიკურად წლის განმავლობაში 40000-მდე მომხმარებელს ემსახურება. აქ დანერგილი ხარისხის სისტემა ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევის მაღალი სტანდარტის გარანტია.
ბიურო ასევე წარმატებით ახორციელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მოსახლეობას თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების მიღება შუძლია დასავლეთ საქართველოს, აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონალურ ოფისებში.