Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად საქართველოს პრემიერ-მინისტრის N296 ბრძანებით დაინიშნა გიორგი თვაური.

გიორგი თვაური დაიბადა 1978 წლის 27 ნოემბერს.

განათლება/კვალიფიკაცია:

1996-2002 წლები - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - სამართალმცოდნეობის სპეციალობა;

01.01.2010 - 30.03.2010 - გაერო-საქართველოს მიერ ორგანიზებული ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგი;

2004-2005 წლებში - MONTEI SCHOOL-ის ინგლისური ენის კურსები.

სამუშაო გამოცდილება:

2002-2003 წლები- ქ.რუსთავის სააღსრულებო ბიურო -  ქ.რუსთავის სასამართლო აღმასრულებელი;

2005-2007 წლები- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - ბიუროს უფროსის მოადგილის მრჩეველი;

2007-2009 წლები - შ.პ.ს გეომალტი - იურისტ კონსულტანტი;

2009-2010 წლები- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - გენერალური ინსპექციის უფროსი;

2010 - 2011 წლები - პრობაციის ეროვნული სააგენტო - დირექტორი;

2012-2013 წლები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე

უცხო ენები:

ქართული - მშობლიური;

რუსული - ძალიან კარგად;

ინგლისური - ძალიან კარგად.