
დღეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ოფისში ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. სერვის ცენტრი ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
ახალ მომსახურების ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის, რომ მომხმარებელმა კომფორტულ გარემოში მაღალკვალიფიციური და სწრაფი მომსახურებით ისარგებლოს.