შეხვედრა სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე საქართველოში სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ბიუროს ექსპერტების და ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტი წარუდგინა.

ბიუროს წარმატება

Image

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ჯანდაცვის ევროპული დირექტორიატის (European Directorate for The Quality of Medicines & HealthCare (EDQM), STRASBOURG) მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში. 

ბიუროს მონაწილეობა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის  სამმართველოს უფროსმა თეო ხუჭუამ მონაწილეობა მიიღო  2020 წლის 8-10  სექტემბერს, Euro Petroleum Consultants – EPC-ის ორგანიზებით,  კოვიდ 19 პანდემიის გამო ვირტუალურად გამართულ საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენაში.  

ექსპერტიზის ბიუროში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი 13 პირის ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს  აფხაზეთის ტერიტორიაზე უგზო - უკვლოდ დაკარგული 13  ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა. 

ქართველ გმირებს  2020 წლის 15 აგვისტოს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) და ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთის ომისა და ცხინვალის საომარი მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა დნმ - იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან წლების განმავლობაში აღებულ იქნა და დაარქივდა 3780  ბიოლოგიური ნიმუში. მათგან გენოტიპირებულია 3389 ნიმუში, დაღუპული პირების შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.
უგზო - უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესში ასევე აქტიურად არის ჩართული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი, რომლის ექსპერტები მონაწილეობენ, როგორც ნეშტების ექსჰუმაციის პროცესში, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო