Image

2020 წლის 4 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაარსებიდან 16 წელი გავიდა.
პროფესიული დღე ექსპერტებს ბიუროს უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა მიულოცა და წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ბიურო ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრია და მთელი რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება.
ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025-ის მიხედვით. დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს. 
ვულოცავთ თითოეულ თანამშრომელს ექსპერტიზის დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში.