
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ორგანიზებული ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, რომელმაც სტუმრებს გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა, ხაზი გაუსვა განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და უწყების სამომავლო პრიორიტეტებს.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, წლის საუკეთესო ექსპერტები და თანამშრომლები ბიუროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.