ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ აკრედიტაციის სფეროები გააფართოვა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების და ხარისხის კონტროლის, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის და ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2024 წლის დასაწყისში აკრედიტაცია მიენიჭა: ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს საგამოცდო ლაბორატრიას აატ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად

გენდერული ძალადობის ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

Image

ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე ქალაქ თბილისის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციას სახელწოდებით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმები, ძალადობის პრევენცია” დაესწრო.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება

Image

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კიდევ 23 უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის ნეშტი დაუბრუნდა ოჯახს.

რუმინეთის ანტიკორუფციული დირექტორატის პოლიციის კომისრის სტუმრობა

Image

ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამის (CEPOL-ICU) ფარგლებში, ექსპერტიზის ბიუროს, რუმინეთის ანტიკორუფციული დირექტორატის პოლიციის კომისარი მადალინა ელენა ტიცა ეწვია.პროგრამის ფარგლებში, სტუმარი გაეცნო ბიუროში ექსპერტიზის დანიშვნის და წარმოების პროცედურებს. უცხოელი ექსპერტი, ასევე გაეცნო ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმიანობას, იმ საკანონმდებლო ბაზას, რითაც ექსპერტები ხელმძღვანელობენ ციფრული ექსპერტიზის წარმოებისას.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო