
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა ამერიკული ეროვნული ასოციაციის (NAME) მიერ აკრედიტებული დენვერის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და აკრედიტაციის სტანდარტების გაცნობის მიზნით იმყოფებოდნენ.
გამართულ შეხვედრებს ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი, მოადგილე მალხაზ ჩიტაია და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს აკრედიტაციის მოთხოვნები, შესაბამისი პროცედურები, დოკუმენტაცია და ხარისხის უზრუნველყოფის პრაქტიკა. ბიუროს წარმომადგენლები ასევე გაეცნენ სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობასა და სამუშაო პროცესებს.
ვიზიტმა ხელი შეუწყო NAME-ის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ხარისხის განვითარების მიმართულებით