Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბერლინში გამართულ ევროპის სერთიფიცირებულ შემფასებელთა და ანალიტიკოსთა ასოციაციის (EACVA) მიერ ორგანიზებულ 19-ე ყოველწლიურ ბიზნესის შეფასების საერთაშორისო კონფერენციაში.

ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანმა ბიზნეს-შემფასებლებმა და ფინანსურმა ანალიტიკოსებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ძირითადი თემები იყო:

▫️ხელოვნური ინტელექტი ბიზნეს შეფასებისთვის;

▫️ციფრული ტოკენების შეფასება;

▫️დისკონტირებული ფულადი ნაკადების შეფასებისას გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილება;

▫️კაპიტალისა და სტრატეგიული მყიდველების შესყიდვის კონტრასტული მიდგომები;

▫️ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში დაგეგმილი ცვლილებები.

ვიზიტის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები და გამოცდილება ხელს შეუწყობს ბიუროში ბიზნესის შეფასების მიმართულებით საექსპერტო კვლევის პროცესის ეფექტიანად წარმართვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.