
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბერლინში გამართულ ევროპის სერთიფიცირებულ შემფასებელთა და ანალიტიკოსთა ასოციაციის (EACVA) მიერ ორგანიზებულ 19-ე ყოველწლიურ ბიზნესის შეფასების საერთაშორისო კონფერენციაში.
ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანმა ბიზნეს-შემფასებლებმა და ფინანსურმა ანალიტიკოსებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ძირითადი თემები იყო:
ხელოვნური ინტელექტი ბიზნეს შეფასებისთვის;
ციფრული ტოკენების შეფასება;
დისკონტირებული ფულადი ნაკადების შეფასებისას გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილება;
კაპიტალისა და სტრატეგიული მყიდველების შესყიდვის კონტრასტული მიდგომები;
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში დაგეგმილი ცვლილებები.
ვიზიტის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები და გამოცდილება ხელს შეუწყობს ბიუროში ბიზნესის შეფასების მიმართულებით საექსპერტო კვლევის პროცესის ეფექტიანად წარმართვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.