
2014 წლის მარტში, პერიოდულ სამედიცინო ჟურნალში „Georgian Medical News“, გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია: „ქართულ პოპულაციაში მემკვიდრული თრომბოფილიის გავლენა, განმეორებითი ვენური თრომბოემბოლიზმის განვითარების რისკზე“ და „მემკვიდრული თრომბოფილია და პროქსიმალური და დიტალური ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკი ქართულ პოპულაციაში“, ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ნინო ყოჩიაშვილის და ექსპერტების, ნინო ფირცხელანის, ამავდროულად, გრანტის ხელმძღვანელის და ქეთევან ქართველიშვილის თანაავტორობით.