Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს საქმიანობის სფერო სამ ძირითად მიმართულებად იყოფა:

1. ვიდეო გამოსახულების ექსპერტიზა.

2. ფოტო გამოსახულების ექსპერტიზა.

3. აუდიო ჩანაწერების ექსპერტიზა.

ვიდეო გამოსახულებების ექსპერტიზა  მოიცავს, როგორც თვით ვიდეო ჩანაწერის ექსპერტიზას, ასევე ვიდეო გამოსახულებაზე ასახული პირების და საგნების ექსპერტიზას. ვიდეო გამოსახულების ექსპერტიზაში იგულისხმება ვიდეოჩანაწერზე მონტაჟისა და ჩამწერი მოწყობილობის დადგენა,  გამოსახულებაზე ასახული პირების იდენტიფიკაცია, ვიდეო გამოსახულებაზე აღბეჭდილი ავტომობილის სანომრე ნიშნის მოდელისა და მარკის დადგენა. ასევე ეს სფერო მოიცავს სხვადასხვა საგნების წარწერებისა და ობიექტების იდენტიფიკაციას.

ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების ჩასატარებლად ექსპერტიზის ლაბორატორია უზრუნველყოფილია კომპანია Ocean Systems-ის მიერ შექმნილი საექსპერტო მულტიმედიური კვლევების წარმოების გადაწყვეტილებით dTective, რომელიც აღჭურვილია ისეთი თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით, როგორიცაა:

Ø    Avid Media Composer, ამ პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩაშენებულია კომპანია ocean systems-ის მიერ შექმნილი ვიდეო გამოსახულებების საექსპერტო კვლევების მოდულები, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ღამე გადაღებული სტატიკური ობიექტების დეტალების გარჩევა. მაგალითად, ავტომანქანის სანომრე ნიშნის ამოკითხვა. ასევე, შესაძლებელია ვიდეო გამოსახულების სტაბილიზაცია და დუპლექსირებული ვიდეო ჩანაწერის გაშლა.

მთლიანობაში სისტემა განკუთვნილია ვიდეოგამოსახულების ხარისხის და ხილვადობის გაუმჯობესებისათვის. სისტემას ასევე გააჩნია პროგრამულ -აპარატურული მოდული, რომლის დანიშნულებაა ვიდეო გამოსახულების ამოღება ნებისმიერი ჩამწერი მოწყობილობიდან (Omnivore v 2.0).

Ø    Avid Nitris DX-ის გამოყენებით ხელსაწყოს შეუძლია შეიტანოს და დაამუშაოს ვიდეოგამოსახულებები HD ხარისხში.

Ø     Avid Media Composer-ის გამოყენებით შესაძლებელია ვიდეო გამოსახულების ფოტორეპროდუქცირება შეკუმშვის გარეშე.

ფოტო გამოსახულების ექსპერტიზა მოიცავს ფოტოსურათის ხარისხის დამუშავებას და გაუმჯობესებას და ფოტოზე ასახული პირების იდენტიფიკაციას. ამ  სახის კვლევების ჩატარებისთვის ასევე გამოიყენება

სისტემა dTectiveრომელიც აღჭურვილია ფოტოსურათების დამუშავების მოდულით.

აუდიო ჩანაწერების ექსპერტიზა მოიცავს აუდიო ან ვიდეოჩანაწერის აუდიტორულ და აკუსტიკურ ანალიზს, რაც გულისხმობს ჩანაწერის

ვარგისიანობის დადგენა კვლევისათვის,  ფონოგრამაზე დაფიქსირებული

მეტყველების ხასიათის (კითხვითი თუ ზეპირი მეტყველება), ხანგრძლივობის,დიქტორთა სქესის და რაოდენობის, აკუსტიკურ ხელშეშლათა ხასიათის და დონისშეფასება, ასევე აუდიო მონტაჟის ნიშნების დადგენას და ჩანაწერის დამზადების მეთოდის დადგენას.

ლაბორატორია აღჭურვილია მეტყველებათა კრიმინალისტიკური კვლევის აპარატურულ-პროგრამული კომპლექსით“IKAR-LAB II+”, SIS v.7.01.433 (Speech Technology Center), რომელიც  შეიცავს ზემოთ ჩამოთვლილი კვლევებისთვის საჭირო ყველა პროგრამულ მოდულს.

ACU-Expert and LVIS პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია შესაძლებელი კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს აუდიტორულ-ლინგვისტურ და ინსტრუმენტალური ანალიზის მეთოდებს (მათ შორის ენისგან დამოუკიდებელი ფორმანტული შედარების მეთოდს). შესაძლებელია თანამედროვე მეთოდებით მეტყველების ფონოგრამათა აუთენთურობის დადგენა, ხმოვანი ფაილების MP3 ფორმატში კოდირებისა და რედაქტირების კვალის გამოვლენა, რედაქტირებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფებით განხორციელებული ფონოგრამის სიგნალის პარამეტრების ცვლილებების კვალის გამოვლენა.

არსებული თანამედროვე პროგრამულ-ტექნიკური ბაზა,მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი უზრუნველყოფს სამმართველოში ჩატარებული

ყველა ექსპერტიზის მაღალსანდოობასა და სიზუსტეს.