ბიუროს ექსპერტები ლიტვაში

Image

2014 წლის 19 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი დავით გველესიანი, ამავე სამმართველოს ექსპერტი ზაქარია თეთრაძე ქალაქ ვილნიუსში გაემგზავრებიან.

ტესტირების შედეგად ბიურომ პირველი ადგილი მოიპოვა

Image

2014 წლის მარტის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო ევროპის მაშტაბით  ჩატარებული ტესტირების შედეგების მიხედვით პირველ ადგილს იკავებს.

ბიუროს ექსპერტები საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან

Image

​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი  ნინო კიკაბიძე  და ექსპერტები ეკა ჩავლეიშვილი, ნათია ჯვარიძე და სოფიკო ბელქანია  4-6 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის  (INL-PROGRAM) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას „ქალები პოლიციაში" დაესწრებიან.

ბიურომ დიპლომატებს უმასპინძალა

Image

დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებს, რომელთა შორისაც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ისრაელის, ფილიპინების, ესტონეთის, ჩინეთის, ლიტვის, იაპონიის, ჩეხეთის, ესპანეთის, რუმინეთის საკონსულოების წარმომადგენლები, მასპინძლობა  ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა გაუწია.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო