
სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოში ორ კვირიანი ტრენინგ კურსი დასრულდა. ექსპერტებმა ამ ხნის განმავლობაში შისწავლეს თანამედროვე მეთოდიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება ფონოსკპიური ექსპერტიზის წარმოებისათვის. სასწავლო კურსის თემა იყო მეტყველების ფონოგრამათა აუთენთურობის დადგენა, ხმისა და მეტყველების მიხედვით სასამართლო-კრიმინალისტიკური იდენტიფიკაცია.