Image​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი და ხარისხის მართვის სამმართველოს უფროსი უჩა მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.

ბიუროს წარმომადგენლები ქალაქ სიეტლში ამერიკის სასამართლო ექსპერტიზის აკადემიის რიგით 66 -ე სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში იღებენ მომაწილეობას. კონფერენცია საერთაშორისო მასშტაბისაა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებები იღებენ მომაწილეობას.

კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ საექპერტო სფეროში მიმდინარე უახლეს მიღწევებს.

სამეცნიერო კონფერენციის  ფაერგლებში იმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი კომპანია, რომელიც საექსპერტო კვლევების მიმართულებით, აპარატურის წარმოებით არის დაკავებული

აშშ-ში ყოფნის განმავლობაში ქართველი დელეგატები  სასამართლო ექსპერტიზის სფეროში მომუშავე მეცნიერების ნაშრომებს და უახლეს მეთოდებს ეცნობიან. ასევე მონაწილეობენ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ექსპერტიზის დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ გამართულ სამეცნიერო სემინარებში,  უცხოელ კოლეგებს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და განიხილავენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებს.

ამერიკის სასამართლო ექსპერტიზის აკადემიის რიგით 66-ე სამეცნიერო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება.