Imageსსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოში ორ კვირიანი ტრენინგ კურსი დასრულდა. ექსპერტებმა ამ ხნის განმავლობაში შისწავლეს თანამედროვე მეთოდიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება ფონოსკპიური ექსპერტიზის წარმოებისათვის. სასწავლო კურსის თემა იყო მეტყველების ფონოგრამათა აუთენთურობის დადგენა, ხმისა და მეტყველების მიხედვით სასამართლო-კრიმინალისტიკური იდენტიფიკაცია.

ბიუროს ექსპერტებისთვის, ტრენინგი ირლანდიური კომპანია "ACUSTEK" -ის საექსპერტო დეპარტამენტის, ფონოსკოპიური სამმართველოს უფროსმა, ექსპერტმა ივან საპაროვმა ჩაატარა.

სერტიფიცირებული კურსის ფარგლებში ექსპერტებმა ასევე  შეისწავლეს კომპლექსური ანალიზის ექსპერტული მეთოდები, რომლებიც დანერგილია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ეყრდნობა მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ექსპერტებს კომპანია "ACUSTEK" -ის წარმომადგენალმა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.

საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია შესაძლებელი კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს აუდიტორულ-ლინგვისტურ და ინსტრუმენტალური ანალიზის მეთოდებს (მათ შორის ენისგან დამოუკიდებელი ფორმანტული შედარების მეთოდს). შესაძლებელია თანამედროვე მეთოდებით მეტყველების ფონოგრამათა აუთენთურობის დადგენა, ხმოვანი ფაილების MP3 ფორმატში კოდირებისა და რედაქტირების კვალის გამოვლენა, რედაქტირებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფებით განხორციელებული ფონოგრამის სიგნალის პარამეტრების ცვლილებების კვალის გამოვლენა.

ბიურო მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლისთვის ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების მიწოდებაზე, ამ მიზნით ბიუროს ექსპერტები მუდმივ გადამზადებას გადიან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.