
11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, გენეტიკის დოქტორი, ქალბატონი ნინო ყოჩიაშვილი და ამავე დეპარტამენტის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი, სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ფიცხელანი, ქალაქ ვენაში გამართულ თრომბოზისა და ჰემოსტაზის კვლევის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ 58-ე კონგრესს დაესწრებიან.