Imageსსიპ ​ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი  ნინო კიკაბიძე  და ექსპერტები ეკა ჩავლეიშვილი, ნათია ჯვარიძე და სოფიკო ბელქანია  4-6 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის  (INL-PROGRAM) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას „ქალები პოლიციაში" დაესწრებიან.

კონფერენცია საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართველებთან ერთად მასში მონაწილეობას იღებენ მოლდავეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგებიან  აშშ-ს  ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს (GBI) სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის უფროსი კრის სპერი და მისი კოლეგა ჯონათან აიზენშტატი. პრეზენტაციის თემაა „ ბაშვის მიმართ ძალადობრივი მოპყრობა და ბავშვის სხეულის დაზიანებების გამოძიება".

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია სადაც  კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.  

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვით პროგრამასთან (INL-PROGRAM)

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ბიუროს ექსპერტები ხშირად გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ (INL-PROGRAM) დახმარებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ლაბორატორიები  არაერთი ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა.