2014 წლის 19 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი დავით გველესიანი, ამავე სამმართველოს ექსპერტი ზაქარია თეთრაძე ქალაქ ვილნიუსში გაემგზავრებიან.ა.წ 20 – 21 მარტს ლიტვის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში, ავტო-ავარიების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრა სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) და ევრო კავშირის მიერ ინიცირებული, დაფინანსებული „მონოპოლიის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდება.
„მონოპოლიის პროგრამა“ ითვალისწინებს ავტო-ავარიების ექსპერტიზის სფეროში საერთო პროცედურების და სახელმძღვანელოების შექმნას. პროექტში ბიუროს ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას იღებს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და რუმენეთის საექსპერტო დაწესებულებათა ექსპერტები.
ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის სამმართველო ENFSI-ს მონოპოლიის პროგრამას 2012 წელს შეუერთდა. ახალი პროექტი ავტო ავარიების ექსპერტიზის დარგში საერთო სამოქმედო-სახელმძღვანელოს შექმნას გულისხმობს.
პროექტი 2 წლიანია. ამ წლების განმავლობაში დაგეგმილია საერთაშორისო ჯგუფების გაცვლითი და სამუშაო შეხვედრები.
სახელმძღვანელოში მოთხრობილი იქნება ავტო ავარიების მოდელირების და რეკონსტრუქციის საკითხები.
ENFSI-ს მონოპოლიის პროგრამის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში 4 გასვლითი შეხვედრა იქნება.
პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 1 წლის შემდეგ 2015 წელს საქართველოში გაიმართება.
მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოში, ექსპერტიზის დარგში ჯერ არ ჩატარებულა. მაღალი რანგის საერთაშორისო შემაჯამებელ კონფერენციას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ზუსტად 1 წლის შემდეგ საქართველოში უმასპინძლებს.