პირველად საქართველოში დნმ კონფერენცია ტარდება

Image

​​2014 წლის 23 აპრილს სასტუმრო რადისონ-ბლუ ივერიაში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს ერთობლივი თანამშრომლობით რიგით 38-ე დნმ კონფერენცია გაიხსნა.

ბიურომ ბალისტიკური საექსპერტო კვლევითი კომპლექსი შეიძინა

Image

​2014 წლის აპრილის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის ბალისტიკური ექსპერტიზის კვლევითი კომპლექსი შეიძინა. ახალი ტექნიკა გერმანული წარმოების DRELLO-ს ფირმის გახლავთ. თანამედროვე დანადგარი გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოსაცდელად და მათი მახასიათებლების დასადგენად.

კონკურსი საბანკო მომსახურებაზე

Image

​​ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის   ეროვნული ბიუროს მიერსაბანკო მომსახურების მიღებაზე კონკურსის ჩატარების შესახებ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

       ს.ს.ი.პ ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს საბანკო მომსახურების მიღების მიზნით.

ბიუროს წარმომადგენლები ჩეხეთში გაემგზავრნენ

Image

​2014 წლის 8 აპრილს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი და ამავე დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრატორი ზურაბ კუპრეიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში კონფერენციაზე გაემგზავრნენ.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო