Image2014 წლის 8 აპრილს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი და ამავე დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრატორი ზურაბ კუპრეიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში კონფერენციაზე გაემგზავრნენ.

9-10 აპრილს ქალაქ პრაღაში კიბერ უსაბრთხოების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ  მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები მიიღებენ მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები და სხვა.

ბიუროს ექსპერტები კიბერ დანაშაულის თანამედროვე რისკების გამოვლენასა და აღმოფხვრის აქტუალურ საკითხებს კონფერენციის ფარგლებში გაეცნობიან.

აღნიშნული ვიზიტი ბიუროს ექსპერტთათვის მნიშვნელოვანია კიბერ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ უახლესი ინფორმაციის მისაღებად.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.