Image2014 წლის აპრილის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის ბალისტიკური ექსპერტიზის კვლევითი კომპლექსი შეიძინა.

ახალი ტექნიკა გერმანული წარმოების DRELLO-ს ფირმის გახლავთ.

თანამედროვე დანადგარი გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოსაცდელად და მათი მახასიათებლების დასადგენად.

ბალისტიკური კვლევითი კომპლექსი, ექსპერტებს კვლევის ჩატარებისას შესაძლებლობას მისცემს გაუმართავი იარაღის გამოცდის შემთხვევაში მათთვის უსაფრთხო ადგილმდებარეობიდან შესაბამისი მართვის პულტის გამოყენებით განახორციელონ ექსპერიმენტალური გასროლა.

ახალი კვლევითი კომპლექსის მეშვეობით ასევე შესაძლებელია საბრძოლო მასალის ბალისტიკური მახასიათებლების უფრო სიღრმისეული გამოკვლევა, კერძოდ შესაძლებელია ტყვიის სიჩქარის გაზომვა.

ბალისტიკური კომპლექსი შედგება ცალკეული მაღალტექნოლოგიური კომპონენტებისგან.

ახალ ტექნიკასთან დაკავშირებით ბიუროში ტრენინგი მიმდინარეობს. გერმანელი სპეციალისტი უვე ფრანკი ექსპერტებს ბალისტიკური კვლევითი კომპლექსის გამოყენების მეთოდებს ასწავლის. სამდღიანი ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ ექსპერტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.