სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს CODIS-ის მომხმარებელთა კონფერენციაში, რომელიც 17-19 ნოემბერს აშშ-ში, ოკლაჰომას შტატის ქალაქ ნორმანში გაიმართა. კონფერენციას მსოფლიოს მასშტაბით 500 მონაწილე დაესწრო, რომლებმაც ერთმანეთს ბაზასთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.