Image2014 წლის 19 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL პროგრამის) ორგანიზებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო ბიუროს მთავარმა ექსპერტმა კრის სპერიმ ბიუროს სასამართლო მედიცინის ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა. აღნიშნულ კურსს ასევე დაეწრნენ დეპარტამენტის სტაჟიორები და თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრის რეზიდენტებიც.

ტრენინგის კურსი სასამართლო მედიცინის ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორიცარის სხეულზე არსებულ კვალ-დაზიანებათა ანალიზი, დაზიანებათა ხანდაზმულობის და მათი განვითარების მექანიზმების განსაზღვრა. წარმოდგენილი იყო შემთხვევები (ქეისები), რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებებს.

ასეთი შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანია ბიუროს ექსპერტებისთვის გამოცდილების გაზიარების, მათი პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით.   

ბიურო მომავალშიც გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-ს საგამოძიებო ბიუროს სასამართლო ექსპერტიზის სფეროს სპეციალისტებთან, ახალგაზრდა თაობის მაღალკვალიფიციური სასამართლო მედიცინის ექსპერტების აღზრდის მიზნით.