Image2014 წლის 12 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს სომხეთის მოძიების სამუშაო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი იყო დელეგატები ადგილზე გაცნობოდნენ ექსჰუმირება-გამოკვლევის ჩატარების საფუძვლებს. მათ დაათვალიერეს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა და ლაბორატორიები.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საუბარი გაიმართა ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში - აფხაზეთში დაღუპული პირების იდენტიფიკაციაა.

მოწვეულ სტუმრებს შორის არგენტინის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული დელეგატები იმყოფებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრა სამედიცინო ექსპერტიზის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის შუამავლობით განხორციელდა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.