თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი ბიუროში

Image

​​2014 წლის 11 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი ჰასან ერბილი და საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ესტუმრნენ.

4 ნოემბერი ექსპერტიზის დღეა

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 4 ნოემბერს "ექსპერტიზის დღეს" აღნიშნავს. ვულოცავთ ყველა ექსპერტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას.

ექსპერტიზის ბიუროს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ

Image

​​2014 წლის 3 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიუროს უფროსი გიორგი თვაური აშშ-ს ელჩს საქართველოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა.

ბიუროს წარმომადგენლები ENFSI-ის თითის ანაბეჭდების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

Image

​​2014 წლის 24-26 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი ბესიკ ნოზაძე და ბიუროს ხარისხის მენეჯერი უჩა მარგველაშვილი ნორვეგიის ქ. ოსლოში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის თითის ანაბეჭდების სამუშაო ჯგუფის რიგით მე-14  შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო