
2014 წლის 12 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტაჟიორთა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი თამარ მელაშვილი შეხვდა. ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა 20 ბაკალავრი და მაგისტრანტი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ბიუროს სხვადასხვა დეპარტამენტებში გაივლიან სტაჟირებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა და დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მნიშვნელოვანია ექსპერტიზის სფეროში საქმიანობისთვის.