IT-ი ტექნოლოგიების გამოფენა ამსტერდამში2014 წლის 7-10 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი ქ. ამსტერდამში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოფენას დაესწრო.
პოლონეთის შსს-ს წარმომადგენლები ექსპერტიზის ბიუროს ესტუმრნენ2014 წლის 5 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ისინი საქართველოში ევროკავშირის სააგენტოს - ევროპის პოლიციის კოლეჯის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ.
ექსპერტიზის ბიურო ახალგაზრდა სპეციალისტებს სტაჟირებასა და დასაქმებას სთავაზობს2014 წლის სექტემბრიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტაჟირების ერთწლიან პროგრამას იწყებს. წლის ბოლოს საუკეთესო სტაჟიორები დასაქმდებიან ბიუროში. მათთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
საკვალიფიკაციო ტესტირება2014 წლის ივლისის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგები მიიღო.