Image2014 წლის 5 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ისინი საქართველოში ევროკავშირის სააგენტოს - ევროპის პოლიციის კოლეჯის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციის ოფიცრების გადამზადებას/სწავლებას ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართულებით.

ვიზიტის მიზანი იყო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო გამოცდილების გაზიარება.

ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა მოწვეულ სტუმრებს კიბერდანაშაულის თემაზე პრეზენტაცია წარუდგინეს.  პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ასევე IT-ის მიმართულებით ბიუროში მიმდინარე სამუშაო პროცესს და დანერგილ სიახლეებს გაეცნენ.